Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა

2026 წლის 15 მაისს, ქ. კიშინეუში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესია გაიმართა, რომელშიც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო მონაწილეობა.

მინისტრთა კომიტეტის სესია, რომელშიც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ გახსნა.

მაკა ბოჭორიშვილმა მინისტრთა კომიტეტის სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

მინისტერიალის ფარგლებში, ასევე შედგა მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი შეხვედრები კოლეგებთან, მათ შორის ლუქსემბურგის, უკრაინის, სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტთან.  

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე შეხვედრა მოლდოვის რესპუბლიკის თავმჯდომარეობით გაიმართა. მინისტერიალის დასრულების შემდგომ, მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა მონაკოს გადაეცა.