Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ხატია წილოსანი

დაბადების თარიღი და ადგილი

1984 წლის 10 ოქტომბერი, ქ. ლანჩხუთი

პროფესიული გამოცდილება

2025 - დღემდე - საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში

2020 - 2024
წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

2019 - 2020 წლებში იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. 

2017 - 2019  წლებში იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი.
 
2012 - 2017 წლებში მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსად.   

2012 წელს მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის სამმართველოს უფროსად, შემდეგ ამავე სამინისტროს ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ. 

2010 - 2012 წლებში მუშაობდა საერთაშორისო საქმეთა  ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საპარლამენტო კომუნიკაციების ცენტრში პროგრამის ოფიცრად.

2008 - 2009
წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის სტაჟიორი.

განათლება

2007 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო 2010 წელს საქართველოს უნივერსიტეტი. მინიჭებული აქვს პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხები.