Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოს ევროპის დროშები დაეშვა ევროპის საბჭოს შენობის წინ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოს დროშა დაშვებულია ევროპის საბჭოს შენობის წინ. სოლიდარობის ნიშნად, გენერალური მდივნის ალან ბერსეს გადაწყვეტილებით, ევროპის სასახლის წინ დაეშვა ევროპის დროშაც.
 
სამძიმრის წიგნი გაიხსნება ხვალ, 20 მარტს ევროპის საბჭოს შენობაში (Palais de l'Europe, Salle Berlin), მისამართზე: 528 Ave. de l’Europe, 67000 Strasbourg, 09:00-დან 18:00 საათამდე. ხოლო დღეს, სამძიმრის წერილები დელეგაციებს შეუძლიათ გამოგზავნონ ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ელ. ფოსტაზე.
 
სამძიმრის წიგნი, ასევე, გახსნილი იქნება შაბათს, 21 მარტს, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის შენობაში, მისამართზე: 6 rue Jean Hermann, 67000 Strasbourg, 11:00-დან 16:00 საათამდე.