სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნის პატივსაცემად, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მიერ სამძიმრის წიგნი გაიხსნა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნის პატივსაცემად, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მიერ გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერები გააკეთეს ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ალან ბერსემ, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურმა მდივანმა მათიუ მორიმ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლემ საქართველოდან - ლადო ჭანტურიამ, წმინდა საყდრის (ვატიკანის), ბულგარეთის, უნგრეთის, სლოვაკეთის, მონაკოს, ლუქსემბურგის, ირლანდიის, პორტუგალიის, ხორვატიის, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, მალტის, ლატვიის, მოლდოვას, ლიეტუვასა და ევროკავშირის ელჩებმა.
ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა დიდი პატივისცემით მოიხსენიეს საქართველოს პატრიარქი და აღნიშნეს მისი მნიშვნელოვანი როლი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში.
საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ევროპის საბჭოში, ხატია წილოსანმა მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს და წევრი ქვეყნების ელჩებს მძიმე წუთებში საქართველოს მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის.
