საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქართული სამღვდელოების წარმომადგენლები ქ. სტრასბურგს ეწვივნენ
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, ქართული სამღვდელოების წარმომადგენლები ქ. სტრასბურგს ეწვივნენ.
ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტის ჩართულობით, შეხვედრა გაიმართა საპატრიარქოს წარმომადგენლებსა და ქ. სტრასბურგში მცხოვრებ ქართული დიასპორის წევრებს შორის.
შეხვედრა მიზნად ისახავდა „ენა, მამული, სარწმუნოების“ იდეის განმტკიცებას საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს შორის და მათთვის ქართულ სასულიერო ცხოვრებასთან დაკავშირებული სიახლეების გაცნობას.
