Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში, ელჩი ხატია წილოსანი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ოფლაერტის შეხვდა.

შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული შედეგები. ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებსა და სამომავლო გეგმებზე.

საქართველოს ელჩმა ადამიანის უფლებათა კომისარს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ხელისუფლების ურყევი ნება ქვეყანაში მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვა, რაც საფუძვლად უდევს ქვეყნის უწყვეტ დემოკრატიულ განვითარებას. ხატია წილოსანმა ასევე ისაუბრა  ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ და ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ხელისუფლების მიერ სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების პროცესში.

„საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერა, მათი უფლებების დაცვა და შერიგების პოლიტიკის განხორციელება არის ჩვენი მიზანი და მოხარული ვართ, რომ ადამიანის უფლებათა კომისარს აქვს განსაკუთრებული ფოკუსი ამ საკითხების მიმართ,“ - აღნიშნა საქართველოს ელჩმა.

მან მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს საქართველოს მხარდაჭერისთვის და  მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.