Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა

 

2025 წლის 24 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის ფართო სპექტრი განიხილეს და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ევროპის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
 
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა, ქვეყანაში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე და 4 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე.
მხარეებმა, ასევე, მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება.

დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა.