Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“. საგრანტო პროგრამის მიზანია ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია საზღვარგარეთ; დიასპორის წევრების ჩართულობა ქართული კერძების, რეცეპტებისა და კულტურის გაცნობაში; კულინარიული ღონისძიებების, სასწავლო შეხვედრების და ბანაკების ორგანიზება, სადაც მონაწილეები აქტიურად შეისწავლიან ქართული კერძების მომზადებას; დიასპორის მიერ დაფუძნებული ქართული რესტორნების, კულინარიული კლუბებისა და სკოლის პროექტების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით. 

საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასთან დაკავშირებით

საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასთან დაკავშირებით

2026 წლის 24 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომელიც ეფუძნება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ მომზადებულ ანგარიშს. აღნიშნული ანგარიში არ ემყარება ობიექტურ და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას, შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს, ცალმხრივ პოლიტიკურ შეფასებებსა და საქართველოს შესახებ მცდარი ნარატივების გამეორებას, რაც სერიოზულ კითხვებს აჩენს როგორც ანგარიშის მიუკერძოებლობასთან, ისე მისი მომზადების პროცესთან დაკავშირებით.

ევროპის საბჭოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა

ევროპის საბჭოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა

ევროპის სასახლეში (Palais de l’Europe) საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, უმასპინძლა.

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქართული სამღვდელოების წარმომადგენლები ქ. სტრასბურგს ეწვივნენ

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქართული სამღვდელოების წარმომადგენლები ქ. სტრასბურგს ეწვივნენ

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, ქართული სამღვდელოების წარმომადგენლები ქ. სტრასბურგს ეწვივნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს  „ჩემი ქართული სკოლა“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს  „ჩემი ქართული სკოლა“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს  „ჩემი ქართული სკოლა“. საგრანტო პროგრამის მიზანია ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა, საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა

2026 წლის 15 მაისს, ქ. კიშინეუში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესია გაიმართა, რომელშიც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო მონაწილეობა. მინისტრთა კომიტეტის სესია, რომელშიც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ გახსნა.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტს, გუნ მარიტ ჰელგესენს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტს, გუნ მარიტ ჰელგესენს შეხვდა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტთან, გუნ მარიტ ჰელგესენთან. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს კონგრესის როლს ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების კუთხით და გამოხატეს თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა.

მაკა ბოჭორიშვილმა ევროპის საბჭოს მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

მაკა ბოჭორიშვილმა ევროპის საბჭოს მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაზე, რომელიც 15 მაისს, მოლდოვაში გაიმართა, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მინისტრმა ისაუბრა ევროპის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ ომი და კონფლიქტი არ არის ერთადერთი საფრთხე, რაც იმ ფუნდამენტს არყევს, რომელზეც ევროპა აშენდა. ამ კონტექსტში, მან ყურადღება გაამახვილა მედიის თავისუფლების საკითხზე და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიის გასაშუქებლად საქართველოს სამი სხვადასხვა ტელევიზიის წარმომადგენელს მოლდოვაში შესვლასა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე უარი ეთქვა.

ევროპის საბჭოს გადაწყვეტილება - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“

ევროპის საბჭოს გადაწყვეტილება - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“

2026 წლის 6 მაისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, დღის წესრიგის საკითხის - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მეცამეტე გადაწყვეტილება  მიიღო. ევროპის საბჭო და ორგანიზაციის წევრი 46 ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 33-ე კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა გაიმართა

სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 33-ე კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა გაიმართა

2026 წლის 29 აპრილს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1558-ე სხდომაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 33-ე კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა შედგა. სხდომაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“. კონკურსის მიზანია ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ასევე, დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების აქტიური ჩართულობით.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნის პატივსაცემად, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მიერ სამძიმრის წიგნი გაიხსნა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნის პატივსაცემად, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მიერ სამძიმრის წიგნი გაიხსნა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნის პატივსაცემად, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მიერ გახსნილ სამძიმრის წიგნში ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა დიდი პატივისცემით მოიხსენიეს საქართველოს პატრიარქი და აღნიშნეს მისი მნიშვნელოვანი როლი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში.