ევროპის საბჭოს გადაწყვეტილება - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“
2025 წლის 30 აპრილს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, დღის წესრიგის საკითხის - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მეთორმეტე გადაწყვეტილება მიიღო. ევროპის საბჭო და ორგანიზაციის წევრი 46 ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.