Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა მინისტრთა კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს მიმართა

ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე ახალ თავმჯდომარეს მიმართა. 28 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა მალტას ვიცე პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა და ტურიზმის მინისტრის, იან ბორგის თავმჯდომარეობით წარიმართა.
 
საქართველოს ელჩი მიესალმა მალტას აქტიურ ჩართულობას ორგანიზაციის მიმდინარე საქმიანობაში და სამომავლო გეგმებს, ხაზი გაუსვა საქართველოს მხარდაჭერას მალტას თავმჯდომარეობის პროცესში.
 
თამარ ტალიაშვილმა, როგორც ევროპის საბჭოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გარემოს დაცვის საკითხებზე გენერალურ მომხსენებელთა ჯგუფის (GR-C) თავმჯდომარემ, ყურადღება გაამახვილა მალტის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე, რომლებიც ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერებას ითვალისწინებს. გენერალურ მომხსენებელთა ჯგუფი აქტიურად მუშაობს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ახალგაზრდობის საკითხებზე მინისტერიალის მომზადების მიზნით, რომელსაც მალტა 2025 წლის ოქტომბერში უმასპინძლებს.
 
თამარ ტალიაშვილმა ასევე, მადლობა გადაუხადა წინა თავმჯდომარეს, ლუქსემბურგს, მათ შორის 13-14 მაისს ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს მინისტერიალის მასპინძლობისთვის.