Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის საბჭოში

მუდმივი წარმომადგენელი ხატია წილოსანი

საფრანგეთში საქართველოს საკონსულო განყოფილება

8 Rue Bremontier, 75017 Paris, France

  • ორშაბათი: 15:00-17:00; ოთხშაბათი: 15:00-17:00; პარასკევი: 10:00-13:00
  • 6 rue Jean Hermann 67 000 STRASBOURG
  • [email protected]
  • საკონსულოს ცხელი ხაზიმხოლოდ გადაუდებელი შემთხვევებისთვის: მოქალაქის გარდაცვალება, გაუჩინარება

სიახლეები

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“. საგრანტო პროგრამის მიზანია ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია საზღვარგარეთ; დიასპორის წევრების ჩართულობა ქართული კერძების, რეცეპტებისა და კულტურის გაცნობაში; კულინარიული ღონისძიებების, სასწავლო შეხვედრების და ბანაკების ორგანიზება, სადაც მონაწილეები აქტიურად შეისწავლიან ქართული კერძების მომზადებას; დიასპორის მიერ დაფუძნებული ქართული რესტორნების, კულინარიული კლუბებისა და სკოლის პროექტების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით. 

საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასთან დაკავშირებით

საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასთან დაკავშირებით

2026 წლის 24 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომელიც ეფუძნება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ მომზადებულ ანგარიშს. აღნიშნული ანგარიში არ ემყარება ობიექტურ და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას, შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს, ცალმხრივ პოლიტიკურ შეფასებებსა და საქართველოს შესახებ მცდარი ნარატივების გამეორებას, რაც სერიოზულ კითხვებს აჩენს როგორც ანგარიშის მიუკერძოებლობასთან, ისე მისი მომზადების პროცესთან დაკავშირებით.

ევროპის საბჭოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა

ევროპის საბჭოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა

ევროპის სასახლეში (Palais de l’Europe) საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, უმასპინძლა.

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქართული სამღვდელოების წარმომადგენლები ქ. სტრასბურგს ეწვივნენ

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქართული სამღვდელოების წარმომადგენლები ქ. სტრასბურგს ეწვივნენ

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, ქართული სამღვდელოების წარმომადგენლები ქ. სტრასბურგს ეწვივნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს  „ჩემი ქართული სკოლა“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს  „ჩემი ქართული სკოლა“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს  „ჩემი ქართული სკოლა“. საგრანტო პროგრამის მიზანია ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა, საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა

2026 წლის 15 მაისს, ქ. კიშინეუში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესია გაიმართა, რომელშიც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო მონაწილეობა. მინისტრთა კომიტეტის სესია, რომელშიც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ გახსნა.