Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

ლაშა დარსალიას შეხვედრა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან

3 ივლისს, შედგა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ლაშა დარსალიას შეხვედრა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან დუნია მიატოვიჩთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

ლაშა დარსალიამ კომისარს  ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე  ჰუმანიტარული და უსაფრთხოების მხრივ არსებულ მძიმე ვითარებაზე.

ხაზი გაესვა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის ევროპის საბჭოს დღის წესრიგში მაღალ პოლიტიკურ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს უსაფრთხოების გარემო რეგიონში და ამ კონტექსტში, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები.

ვიზიტის ფარგლებში, 2 ივლისს, ადამიანის უფლებათა კომისარი ეწვია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს და მოინახულა სოფელ წეროვანის დევნილთა დასახლება.