საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტს
დღეს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა სიტყვით მიმართა ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის პრეზიდენტს, პეტრა როტერს.
თამარ ტალიაშვილმა საქართველოში ეროვნული უმცირესობების დაცვის კუთხით გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას.
ელჩმა გულითადი მადლობა გადაუხადა მრჩეველთა კომიტეტსა და ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროსაბჭოს კონვენციის სამდივნოს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.