Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე „რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ“ მომზადებულ ანგარიშზე ისაუბრა

ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე „რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ“ მომზადებულ ანგარიშზე ისაუბრა.
 
საქართველოს ელჩმა გაამახვილა ყურადღება, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სრულმაშტაბიანი აგრესიიდან 16 წლის შემდეგ და მიმდინარე ოკუპაციის ფონზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე.
 
საქართველო უაღრესად აფასებს ევროპის საბჭოს წვლილს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით აღსანიშნავია გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშები და მინისტრთა კომიტეტის ყოველწლიური გადაწყვეტილებები, რომლებიც საერთაშორისო თანამეგობრობას აცნობს ადგილზე არსებულ ვითარებას და ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე.