Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩის თავმჯდომარეობით, მინისტრთა კომიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გარემოს დაცვის საკითხებზე მომხსენებელთა ჯგუფის (GR-C) შეხვედრა გაიმართა

ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩის თამარ ტალიაშვილის თავმჯდომარეობით, მინისტრთა კომიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გარემოს დაცვის საკითხებზე მომხსენებელთა ჯგუფის (GR-C) მორიგი შეხვედრა გაიმართა. სხდომაზე განხილული იქნა მომხსენებელთა ჯგუფის მიერ, რეიკიავიკის ისტორიული სამიტიდან დღემდე გაწეული სამუშაო და სამომავლო გეგმები, მათ შორის ევროპის საბჭოს 2024 მინისტერიალის სამზადისის ფარგლებში.
 
თამარ ტალიაშვილმა, როგორც მომხსენებელთა ჯგუფის თავმჯდომარემ, დადებითად შეაფასა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ გასული წლის 28-29 სექტემბერს ორგანიზებული მინისტერიალის შედეგები, თემაზე - „განათლება გარდამტეხი ძალა: უნივერსალური ღირებულებები და სამოქალაქო განახლება,“ სადაც მთავარი მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმი გიორგი ამილახვარი.
 
სხდომაზე, ასევე, განიხილეს ევროპის საბჭოს საქმიანობაში ახალგაზრდული ხედვის მეტად ინტეგრაციას მიზნით შემუშავებული ინიციატივები, რაც თავის მხრივ, რეიკიავიკის სამიტზე მიღწეული შედეგების ფართოდ დანერგვას ემსახურება. დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები მოიცავდა ევროსაბჭოს განათლების კომიტეტის (Steering Committee for Education (CDEDU)) და კულტურის, მემკვიდრეობისა და ლანდშაფტის კომიტეტის (Steering Committee for Culture, Heritage and Landscape (CDCPP)) საქმიანობის შეფასებას, ასევე, ევროსაბჭოს “ევრიმაჟის” პროექტის ფარგლებში, კინემატოგრაფიის მიმართულებით მიმდინარე ინიციატივების განხილვას.