საქართველოს ელჩმა ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს სიტყვით მიმართა
ევროსაბჭოში გაიმართა სხდომა, რომელსაც ესწრებოდა ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს ახლადარჩეული პრეზიდენტი მარკო ბოსნიაკი. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი, რომელმაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან საქართველოს ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროპული სასამართლოსადმი სასარჩელო მიმართვის სტატისტიკაზე და აღნიშნა, რომ ევროსაბჭოში საქართველოს წევრობის მანძილზე, საქართველოს მიმართვიანობის საუკეთესო ისტორიული მაჩვენებელი აქვს და მიმართვიანობა მინიმუმამდეა შემცირებული.
თამარ ტალიაშვილმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საქართველოსა და რუსეთს შორის დავებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილებების მნიშვნელობას.
ელჩმა ყურადღება გაამახვილა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების ფუნდამენტურ გავლენაზე პენიტენციურ სისტემაში წარსულში დამკვიდრებული სისტემური არაადამიანური მოპყრობისა და წამების აღმოფხვის კუთხით, რაც დასტურდება არსებული მონაცემებით.
თამარ ტალიაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების დადებით დინამიკას, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა წევრ სახელმწიფოთა შორის.
თამარ ტალიაშვილმა ხაზი გაუსვაადამიანის უფლებათა კონვენციის დაცვის მიმართულებით ევროსასამართლოს როლს და წარმატებული საქმიანობა უსურვა ევროსასამართლოს პრეზიდენტს.