Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

თამარ ტალიაშვილი

დაბადების თარიღი და ადგილი

1979 წლის 13 დეკემბერი, ქ. თბილისი

პროფესიული გამოცდილება

2014 წლის თებერვლიდან იკავებდა შსს-ს აკადემიის პრორექტორის თანამდებობას.

2014 წლის ნოემბრიდან იკავებდა შსს-ს ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას.

2011 წელს წარდგენილი იყო აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ნომინაციაზე - “ქალები საჯარო სამსახურში”;

სხვადასხვა დროს გახლდათ იურიდიული უზრუნველყოფის პროგრამის მენეჯერი USAID-ის ფისკალური რეფორმების პროექტში;

ასევე, გახლდათ GIZ-ის (ყოფილი GTZ) მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში და საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ექსპერტი.

თამარ ტალიაშვილი გახლავთ საქართველოს არბიტრთა ასოციაციის (GAA) თანადამფუძნებელი. მოგვიანებით, იგი ეწეოდა კერძო იურიდიულ პრაქტიკას და ჩართული გახლდათ საერთაშორისო დავების წარმოებაში აშშ-ს წამყვან იურიდიულ ფირმებთან, მათ შორის “Podhurst & Orseck”. იგი გახლდათ კომპანია “Masry & Vititoe Law Offices”-ის წარმომადგენელი დსთ-ის ქვეყნებში, მართლმსაჯულების ამერიკული ასოციაციის (American Association for Justice) დელეგატი.

თამარ ტალიაშვილი საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში იკავებდა სამართლის სკოლის დეკანის თანამდებობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა საერთაშორისო საავტორო სამართლის პროგრამას,  მუშაობდა საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების უნივერსიტეტის კერძო სამართლის კათედრის გამგედ და სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს კავკასიის უნივერსიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში.

თამარ ტალიაშვილი გახლდათ ქ. თბილისის საკრებულოს წევრი და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე.

2017 წლიდან გახლდათ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი;

2018 წლიდან გახლდათ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი;

2020-2022 წწ. თამარ ტალიაშვილი გახლდათ საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”.

2022 წლის ოქტომბერში დაინიშნა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად.

განათლება, მიღწევები

2000 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

იგი სადოქტორო კვლევით საქმიანობას ეწეოდა გერმანიაში, Max-Planck Institut for Intellectual Property Law. სწავლისა და კვლევის პერიოდში მიღებული აქვს სტიპენდიები და ჯილდოები: მაქს-პლანკის საზოგადოების სტიპენდია, პრეზიდენტის პრემია, ი. ჭავჭავაძის სახელობის პირველი ხარისხის სტიპენდია. აღნიშნული სტიპენდიებისა და ჯილდოების საფუძველზე, მას მიეცა საზღვარგარეთ ცოდნის გაღრმავების საშუალება, კერძოდ დანიასა - Aarhus Universitat და გერმანიაში - Universitat des Saarlandes, Europa Institut. მისი შრომები გამოქვეყნებულია საქართველოში, რუსეთსა და გერმანიაში.

სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში.