ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩმა საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომაზე GR-C-ის 2024 წლის პრიორიტეტები წარადგინა
ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა, ევროსაბჭოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გარემოს დაცვის საკითხებზე მომხსენებელთა ჯგუფის (GR-C) თავმჯდომარის რანგში საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომაზე 2024 წლის პრიორიტეტების პრეზენტაცია წარადგინა.
თამარ ტალიაშვილმა მიმოიხილა განათლების, ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის მიმართულებით ევროპის საბჭოს საქმიანობა და ისაუბრა რეიკიავიკის ისტორიული სამიტიდან დღემდე მიღწეული პროგრესის შესახებ. მან, აგრეთვე, აღნიშნა მომხსენებელთა ჯგუფის მიერ, მისი თავმჯდომარეობის პერიოდში, შემუშავებული სამომავლო გეგმები, მათ შორის ევროპის საბჭოს 2024 მინისტერიალის ფარგლებში.
შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. დისკუსიის დასასრულს, მხარეებმა წარმატებული აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.