Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

თამარ ტალიაშვილმა მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და ქვეყანაში განხორციელებულ საარჩევნო რეფორმის მიღწევებზე ისაუბრა

ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა თამარ ტალიაშვილმა მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და ქვეყანაში განხორციელებულ საარჩევნო რეფორმის მიღწევებზე ისაუბრა.
 
“საქართველოს ხელისუფლების მთავარ ინტერესს წარმოადგენს ეროვნული არჩევნების საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარება,“ - აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა. მან ყურადღება გაამახვილა საარჩევნო რეფორმის შედეგად მიღწეულ პროგრესზე, რომელიც მეტწილად ვენეციის კომისიის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR), ასევე ევროსაბჭოს კორუფციის წინაღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდა.
 
ელჩის თქმით, წელს, პირველად, საქართველოს მოქალაქეები ხმას მისცემენ საერთაშორისოდ აღიარებული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო დემოკრატიულ სტანდარტებთან და ტექნოლოგიურად უზრუნველყოფილი იქნება ხმის დათვლის შედეგების სიზუსტე.
 
თამარ ტალიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა მოახლოებული არჩევნების საერთაშორისო ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული ძალისხმევა, მათ შორის, მიწვეული საერთაშორისო დამკვირვებლების მნიშვნელოვანი რაოდენობის თვალსაზრისით, რომელთა შორისაა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისია. ელჩმა ასევე აღნიშნა OSCE/ODIHR-ის შუალედური ანგარიში, რომლის თანახმადაც, წინასაარჩევნო პერიოდში სისტემური ხასიათის დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.