Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელჩი თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ელჩი თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. თამარ ტალიაშვილმა სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრა საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძისა და ევროპის საბჭოს ახალი გენერალური მდივნის ალან ბერსეს შეხვედრაზე, რომელიც გაეროს გენერალური დებატების ფარგლებში, ქ. ნიუ- იორკში გაიმართა.
 
ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან სიტყვით მიმართვისას, თამარ ტალიაშვილმა ხაზი გაუსვა გლობალური კრიზისების ფონზე მულტილატერალიზმისა და დიალოგის მნიშვნელობას. მან ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და მადლობა გადაუხადა ალან ბერსეს ევროსაბჭოს მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
 
საქართველოს ელჩმა, ასევე, სიტყვით მიმართა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტს, თეოდორ რუსოპულოსს და ხაზგასმით აღნიშნა საარჩევნო პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული ძალისხმევა. როგორც ელჩმა თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სადამკვირვებლო მისიების მუშაობას და საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით, არაერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია მიიწვია ქვეყანაში. თამარ ტალიაშვილმა მინისტრთა კომიტეტს ინფორმაცია მიაწოდა ხმის მიცემის ელექტრონულ პროცესთან და დანერგილ დაცულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით.