ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელობამ ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა
ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა ხატია წილოსანმა ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეებს საახალწლო ღონისძიებაზე უმასპინძლა.
ელჩმა ბავშვებს შობა-ახალი წელი მიულოცა და საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასთან არსებული საკვირაო სკოლისა და დიასპორის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ქართული ენის და კულტურის შენარჩუნების კუთხით გაწეული ძალისხმევისთვის.
