Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებთან

2023 წლის 13 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებთან, რომელთა ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 28-ე კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ მომზადება.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ევროპის საბჭოს დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით მძიმე მდგომარეობის შესახებ.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, რუსეთის პროვოკაციული და უკანონო ქმედებები, რომლებიც კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ ვითარებას.
ქართულმა მხარემ ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დინამიკაზე. 

ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხების საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში მუდმივად ყოფნის მნიშვნელობაზე და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების მნიშვნელობას.
ევროპის საბჭოს დელეგაცია, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან. ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს დელეგაცია ეწვია საოკუპაციო ხაზს.