Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ევროსაბჭოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე საელჩოსთან არსებული საკვირაო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

 
შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ საკვირაო სკოლის დირექტორი და მასწავლებლები, წარიმართა უშუალო საუბარი ბავშვებთან. საუბარი შეეხო ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის შენარჩუნების მნიშვნელობას, განსაკუთრებით საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.
 
“შედგა ძალიან განსაკუთრებული, ამაღელვებელი შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკვირაო სკოლის მოსწავლეებთან. ქართველი ემიგრანტებისთვის, ჩვენი დიაპორისათვის საკვირაო სკოლის მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამ პროგრამებს კიდევ უფრო აძლიერებს ასეთი სამოტივაციო შეხვედრები,” - აღნიშნა საქართველოს ელჩმა.
 
ელისო ბოლქვაძე მოსწავლეებს ესაუბრა სახელოვნებო განათლების სფეროში არსებულ სიახლეებზე. ბავშვებს საშუალება ჰქონდათ კითხვები დაესვათ მათთვის საინტერესო საკითხებზე. შეხვედრის ბოლოს საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა სპეციალურად მომზადებული კულტურული პროგრამა წარადგინეს, წაიკითხეს ქართული ლექსები და შეასრულეს ქართული საგალობლები.
 
ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასთან არსებული ქართული საკვირაო სკოლა ქ. სტრასბურგში 2018 წელს გაიხსნა. სკოლაში 6-დან 14 წლამდე ასაკის 60 ბავშვი ირიცხება. სწავლება მიმდინარეობს სამ საფეხურზე. სკოლაში ისწავლება ქართული ანბანი, ქართული ენა, ლიტერატურა, ისტორია და ქართული საგალობლები.