Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოთაშორის დავაზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“ რუსეთს დააკისრა სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოქალაქეები უფლებების დარღვევის ფაქტებისადმი ოფიციალური შემწყნარებლობის პრაქტიკისათვის

სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოთაშორის დავაზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“ (ე.წ. „განგრძობადი ოკუპაციის საქმე“) რუსეთს დააკისრა სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავების, თავდასხმების, მკვლელობებისა და ამგვარი ფაქტებისადმი ოფიციალური შემწყნარებლობის პრაქტიკისათვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ე.წ. „ბორდერიზაციის“ ფონზე მიმდინარეობს.
 
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება მორიგი მკაფიო მხარდაჭერაა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის.
 
საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დადგინდა ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონობა; ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამოდ გამოცხადდა დე ფაქტო ორგანოების მიერ დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა; დადგინდა რუსეთის მიერ სიცოცხლის უფლების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, საკუთრების უფლების და გადაადგილების თავისუფლება უფლების, ასევე, წამების და არასათანადო მოპყრობის აკრძალვის დარღვევა.
 
აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა ქართული სიმართლე საერთაშორისო სასამართლოში, მათ შორისაა ძალზედ მნიშვნელოვანი, ისტორიული გადაწყვეტილება, რომლითაც სამართლებრივად დადასტურდა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია.
 
სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს, 9 აპრილს, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა კიდევ ერთი ისტორიული ბრძოლა სიმართლისთვის.