Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველომ ხელი მოაწერა მსოფლიოში პირველ საერთაშორისო კონვენციას ხელოვნური ინტელექტის შესახებ

საქართველო ერთ-ერთია იმ მოწინავე 10 ქვეყანას შორის, რომლებმაც ხელი მოაწერეს მსოფლიოში პირველ საერთაშორისო კონვენციას ხელოვნური ინტელექტის შესახებ.
 
ევროპის საბჭოს ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კონვენცია პირველი საერთაშორისო ვალდებულებითი დოკუმენტია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ტექნოლოგიური პროგრესისა და ინოვაციის სფეროში, ადამიანის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს.
 
კონვენციას საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, ქ. ვილნიუსში (ლიეტუვა), ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრთა კონფერენციის ფარგლებში გამართულ ხელმოწერის ცერემონიალზე. საქართველოსთან ერთად კონვენციას ხელი მოაწერეს ევროკავშირმა, აშშ-მ, ისრაელმა, ანდორამ, გაერთიანებულმა სამეფომ, ისლანდიამ, მოლდოვამ, ნორვეგიამ და სან მარინომ.