საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს

19-20 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროპის საბჭოს  132-ე მინისტერიალში მონაწილეობს.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მინისტერიალის ფარგლებში სიტყვით მიმართავს სესიის მონაწილეებს. ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს როგორც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ისე ევროპის საბჭოს ხელმძღვანელ პირებთან. 

ევროპის საბჭოს 132-ე მინისტერიალს, იტალიის რესპუბლიკის თავმჯდომარეობით, ქ.ტურინი მასპინძლობს.