2022 წლის 20 სექტემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებთან, რომელთა ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 26-ე კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ მომზადება.