საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის საბჭოში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
Toggle navigation
დოკუმენტები
მედია ცენტრი
სიახლეები
სამინისტროს განცხადებები
წარმომადგენლობის შესახებ
წარმომადგენლის მისასალმებელი სიტყვა
წარმომადგენლის ბიოგრაფია
სტრუქტურა
დოკუმენტები
განცხადებები
საკონტაქტო ინფორმაცია
გადადგმული იქნება ყველა ნაბიჯი რათა რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულდეს ეს პროვოკაციები და ჩვენი მოქალაქეები დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს - ლაშა დარსალია გახელაძის უკანონო პატიმრობაზე
„მინდა ოჯახს და მთელ საზოგადოებას ვუთხრა - საქართველო არ აპირებს თავისი მოქალაქეების მიტოვებას. გადადგმული იქნება ყველა ნაბიჯი რათა რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულდეს ეს პროვოკაციები და ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის ზაზა გახელაძე დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სათანადოდ არის ამოქმედებული ყველა მექანიზმი და გრძელდება მუშაობა, რათა საქართველოს ყველა მოქალაქე, მათ შორის ზაზა გახელაძე, დაუბრუნდეს თავის ოჯახს. მისი თქმით საქართველოს პარტნიორების ჩართულობა და აქტივობა და ის მუშაობა, რომელსაც ახორციელებენ საქართველოს სახელმწიფო უწყებები, იძლევა იმის საფუძველს, რომ დარწმუნებულები ვიყოთ საკითხის დადებით გადაწყვეტაში.
ლაშა დარსალიამ ასევე განაცხადა, რომ გაიმართა შესაბამისი კონსულტაციები ჟენევის თანათავმჯდომარეებთან და სხვა პარტნიორებთან, მოთხოვნილია შეხვედრები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში, აგრეთვე, უახლოეს მომავალში გაიმართება ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში.
Tweet
წარმომადგენლის მისასალმებელი სიტყვა
წარმომადგენლის ბიოგრაფია
KA
KA
EN
A
A
A
A
A
A
A
A
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 00
მისამართი:
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4
მედია ცენტრი
დიპლომატიური სამსახური
საგარეო პოლიტიკა
საკონსულო ინფორმაცია
საელჩოები და წარმომადგენლობები
საელჩოს გვერდი
სასწავლო ცენტრი
დიპლომატის გზამკვლევი
საჯარო ინფორმაცია
საიტის რუქა
ბმულები
კონტაქტი