Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

დედა ენის დღესთან დაკავშირებით სტრასბურგში, გენერალ კლებერის მოედანზე ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით - „ლიტერატურული მოგზაურობა”

დედა ენის დღესთან დაკავშირებით სტრასბურგში, გენერალ კლებერის მოედანზე ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით - „ლიტერატურული მოგზაურობა”.

ღონისძიებაზე ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ ისაუბრა და ქართულ ენაზე წაიკითხა ამონარიდები ნაწარმოებიდან.
 
საჯარო ლიტერატურულ საღამოზე ელჩმა ისაუბრა 1978 წლის 14 აპრილს განვითარებულ მოვლენებზე, როდესაც მასობრივი პროტესტით ქართველი ხალხი წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
 
ღონისძიება „ლიტერატურული მოგზაურობა“ გაიმართა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ლიხტენშტაინის ორგანიზებით. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს სტრასბურგი UNESCO-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქად იქნა აღიარებული.