Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ელჩმა ევროპის საბჭოში მონაწილეობა მიიღო „ციფრულ ეკოსისტემაში ინფორმაციის სანდოობისა და ხარისხის უზრუნველყოფის” თემაზე გამართულ დისკუსიაში

საქართველოს ელჩმა ევროპის საბჭოში, თამარ ტალიაშვილმა მონაწილეობა მიიღო „ციფრულ ეკოსისტემაში ინფორმაციის სანდოობისა და ხარისხის უზრუნველყოფის” თემაზე გამართულ დისკუსიაში. თამარ ტალიაშვილმა ისაუბრა დეზინფორმაციის უარყოფითი გავლენის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა ამ მიმართულებით ციფრულ გარემოში არსებული გამოწვევები.

ელჩმა ყურადღება გაამახვილა ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორიის საქართველოს მიერ თავმჯდომარეობაზე და იმ მნიშვნელოვან სამუშაოზე რასაც აღნიშნული ორგანიზაცია ეწევა ონლაინ დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით, მათ შორის საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით.

საქართველოს ელჩმა, ასევე, ისაუბრა ციფრულ ეკოსისტემაში ინფორმაციის სანდოობისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად საჭირო ძირითად მიმართულებებზე. მან აღნიშნა, თემაზე “ახალგაზრდობა და მედია” მის მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრობისას ინიცირებული რეზოლუციის მიგნებები.