Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლადარჩეულ პრეზიდენტს შეხვდა

ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან, თეოდოროს რუსოპულოსთან.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. თამარ ტალიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის როლი და მნიშვნელობა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერის კუთხით.

თეოდოროს რუსოპულოსმა ისაუბრა საპარლამენტო ასამბლეის საპრეტიდენტო მანდატის პრიორიტეტების თაობაზე. მათ შორის საუბარი შეეხო საპარლამენტო ასამბლეას, ეროვნულ დელეგაციებსა და მინისტრთა კომიტეტს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და დიალოგის მნიშვნელობას.