2023 წლის 15 მარტს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას შეხვედრა ევროპის საბჭოს პროგრამების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელთან, კლაუს ნეუკირხთან.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების შესრულების მდგომარეობა შეაჯამეს და მომავალი სამოქმედო გეგმის პროექტებისთვის გასათვალისწინებელი საკითხები მიმოიხილეს. ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნდობის აღდგენის პროექტებზე.