საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თამარ ტალიაშვილმა, საქართველოს ელჩმა ევროპის საბჭოში შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ბიორნ ბერგესთან.

ბიორნ ბერგემ თამარ ტალიაშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.