საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ დუნია მიატოვიჩს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ადამიანის უფლებათა კომისრის 2022 წლის 21-24 თებერვალს საქართველოში განხორციელებული ვიზიტის და მის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის თაობაზე ისაუბრეს.
თამარ ტალიაშვილმა კომისარს მიაწოდა ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე. მან აღნიშნა, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტულია ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით აღებული ვალდებულებების შესრულება და მიღწეული პროგრესის კიდევ უფრო გამყარება.
თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის უფლებათა კომისრის მანდატს და მის საქმიანობას. მან კომისარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მთავრობის ერთგულება კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი პოლიტიკის მიმართ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას.