საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში 16 ნოემბერს გამართა შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩი ბურიჩთან.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად იყოს ევროპის საბჭოს დღის წესრიგში და მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს 26-ე კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადებისათვის, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ.

შეხვედრისას მინისტრის მოადგილემ გენერალურ მდივანს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ  ვითარებაზე.

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადების პრაქტიკის  მნიშვნელობას. 

გამოითქვა დაინტერესება საქართველო-ევროპის საბჭოს მჭიდრო თანამშრომლობისა და რეგიონში არსებული გარემოს გათვალისწინებით მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების თვალსაზრისით.

მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას