საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოსა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრები ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომ, უფრო აქტიურ ფაზაში გადასაყვანად, თანამშრომლობის მაღალი დონის ფორმატზე მუშაობის დაწყებაზე შეთანხმდნენ

საქართველოსა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრები ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომ, უფრო აქტიურ ფაზაში გადასაყვანად, თანამშრომლობის მაღალი დონის ფორმატზე მუშაობის დაწყებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ საუბარი საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელსა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის გამართულ შეხვედრაზე შედგა. 

ილია დარჩიაშვილმა და ლუიჯი დი მაიომ კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და იტალიის მეგობრული კავშირები და ხაზი გაუსვეს ცალკეული მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების დიდ პოტენციალს, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურაღება გამახვილდა ბიზნეს კავშირების, ვაჭრობის, ენერგეტიკის სფეროში ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობაზე. მინისტრებმა შეხევდრაზე ასევე მიმოიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი და იტალიის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერა. მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში შექმნილო უსაფრთხოების გარემო და უკრაინის ომის თანმდევი გამოწვევები მათ შორის საქართველოსთვის. საუბარი წარიმართა ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებულ პროცესებზე და იტალიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მინისტრმა მადლობა გადაუხადა იტალიელ კოლეგას ქ.ტურინში გულთბილი მასპინძლობისა და ევროპის საბჭოს მინისტერიალის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის, ასევე ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში გაწეული ნაყოფიერი და შედეგიანი საქმიანობისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგა საქარტველოში მოიწვია.