საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი საქართველოში

21 თებერვალს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი იწყებს სამუშაო ვიზიტს საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამეტის თავმჯდომარესთან, საქართველოს ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებთან. 

ვიზიტის დასრულების შემდეგ კომისარი გააკეთებს პრეს-რელიზს, ხოლო რამდენი თვეში მოამზადებს ანგარიშს, შესაბამისი რეკომენდაციების თანხლებით.