საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს რწმუნებათა სიგელები გადასცა

დღეს, სტრასბურგში, საქართველოს ახლადდანიშნულმა ელჩმა თამარ ტალიაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეჩინოვიჩ ბურიჩს.

შეხვედრაზე გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ თამარ ტალიაშვილის ევროპის საბჭოში მაღალ პოზიციებზე მრავალწლიანი გამოცდილება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

ელჩმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადებისთვის და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, მათ შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით და გენერალური მდივანი საქართველოში მოიწვია.

გენერალური მდივანი მიესალმა ევროპის საბჭოს ისტორიულ მეოთხე სამიტში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობის მზაობას. სამიტი 2023 წლის 16 -17 მაისს რეიკიავიკში, ისლანდიაში გაიმართება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ და ევროპის საბჭოს რეაგირებას.