ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
1.01.2018 სტრასბურგი ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში საქართველოს საპატრიარქოს ფოლკლორულ ანსამბლ

1.01.2018 სტრასბურგი ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში საქართველოს საპატრიარქოს ფოლკლორულ ანსამბლ „ბასიანს“ უმასპინძლეს.ღონისძიებაზე ხაზი გაესვა კულტურული დიპლომატიის მნიშვნელობას ქვეყნის ცნობადობის ამაღლების კუთხით და ამ მიმართულებით საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებში ქართული ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობის აუცილებლობას.„ბასიანი“ 1-4 თებერვალს ქ. სტრასბურგის საკრალური მუსიკის ყოველწლიურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ანსამბლი ფესტივალს სტრასბურგის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში გახსნის.აღსანიშნავია, რომ ანსამბლი „ბასიანი“ თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის ნაწილია და მინიჭებული აქვს საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        3
4 5 6 7 8 9 10
11 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ