ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა აცხადებს სტაჟირების გავლის კონკურსს

ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა აცხადებს სტაჟირების გავლის კონკურსს

 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

·  განაცხადების გადარჩევა;

·  გასაუბრება;

ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში  სტაჟირების გავლის კანდიდატის მიერ წარსადგენი დოკუმენტები:

ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);

ბ) ავტობიოგრაფია;

გ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

დ) პასპორტის ასლი;

ე) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი

დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

ვ) ერთი ფოტოსურათი (3X4).

ზ) ნასამართლობის შესახებ ცნობა.

სტაჟიორად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი/პროფესიული განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

სასურველია:

·         მეორე უცხო ენის ცოდნა;

·         სამუშაო ან სასწავლო გამოცდილება საზღვარგარეთ.

მისაღებ სტაჟიორთა რაოდენობა: 2

სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველი პირის მიერ განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის ვადა: 2018 წლის 7 თებერვალი

სტაჟირების ხანგრძლივობა3 თვე

 

 

კონკურსთან დაკავშირებული ყოველი მომდევნო ინსტრუქცია განთავსდება ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (http://coe.mfa.gov.ge).

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდეთ ყოველდღე (არასამუშაო დღეების გარდა), კონკურსის დასრულებამდე პერიოდში დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შესვენება 13:00 -14:00 სთ) შემდეგ ტელეფონზე: +33 6 50 96 53 96 ან ელ. ფოსტაზე: rpgeorgie@orange.fr

აუცილებელია კანდიდატებმა წარსადგენი დოკუმენტები გადმოაგზავნონ ელ. მისამართზე rpgeorgie@orange.fr

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        3
4 5 6 7 8 9 10
11 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ