ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ევროპის საბჭოში ქართული ღვინის დეგუსტაცია და "ქართული ანბანის სამი სახეობის" გამოფენა გაიმართა

2018 წლის 24 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია და "ქართული ანბანის სამი სახეობის" გამოფენა.

"ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის" - ასომთავრული, მხედრული და ნუსხური დამწერლობის თანაარსებობის უწყვეტი ტრადიციისთვის იუნესკო-ს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ქალნატონმა თამარ ჩუგოშვილმა.

ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მიერ.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        3
4 5 6 7 8 9 10
11 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ