ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ახალი პრეზიდენტი აირჩია

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს ახალი პრეზიდენტი აირჩია. თანამდებობა იტალიელმა პოლიტიკოსმა, სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მიკელე ნიკოლეტიმ დაიკავა. ასამბლეის სესიაზე პრეზიდენტის პოსტზე მხოლოდ მისი კანდიდატურა იყო ნომინირებული.

დღესვე ევროპის საბჭოს ჰოლში გაიმართა საპარლამენტო ასამბლეის ახლადარჩეული პრეზიდენტისთვის უფლებამოისლების გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი, რომელსაც ევროპის საბჭოს ხელმღვანელობასთან ერთად ესწრებოდნენ საპარლამენტო ასამბლეის წევრები.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია 22-26 იანვრის კვირაში იმართება და მის მუშაობაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია მონაწილეობს, რომელსაც  პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        3
4 5 6 7 8 9 10
11 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ