ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

15.11.2016 სტრასბურგი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა  შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის საკითხები, ასევე მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნები, რა დროსაც გენერალურმა მდივანმა დადებითი შეფასება მისცა ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და მიულოცა ქართულ მხარეს არჩევნების წარმატებით ჩატარება.

გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს უპირობო მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მან ასევე დაადასტურა, რომ საქართველოს საკითხი მუდმივად იქნება ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში და გაგრძელდება საქართველოში კონფლიქტის შესახებ კონსოლიდირებული ანგარიშის წარდგენა.

ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე და მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს ევროპის საბჭოს ძალისხმევისათვის განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვაზე.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 23 24 25
26 27 28        

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ