ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს პრეზიდენტი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, სტრასბურგში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან.

მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების გარემო, ადამიანის უფლებების დაცვისა და საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების საკითხები განიხილეს. 

საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება 19 მაისს, სოფელ ხურჩაში განვითარებული მოვლენების გამო, როდესაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, უდანაშაულო მოქალაქე მოკლეს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს. 

შეხვედრის დაწყებამდე გიორგი მარგველაშვილმა ოქროს წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა და ტორბიორნ იაგლანდმა მედიისათვის განცხადებები გააკეთეს.

 

2016 წლის 6 ივნისი

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ