ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველო ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის წევრი გახდა

საქართველო ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის წევრი გახდა, ორგანიზაციაში ქვეყანას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია წარმოადგენს.

ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორია არის ევროპის საბჭოს ნაწილი, რომელიც შეიქმნა 1992 წელს. მისი მიზანია ევროპის აუდიოვიზუალური ინდუსტრიის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და გავრცელება. ობსერვატორია უზრუნველყოფს ინფორმაციას ევროპის აუდიოვიზუალური ბაზრებისა და მათი დაფინანსების თაობაზე; იგი აანალიზებს და ამზადებს ანგარიშებს იმ საკითხებზე, რომლებიც ზემოქმედებას ახდენს აუდიოვიზუალური ინდუსტრიის სხვადასხვა სექტორებზე.

ობსერვატორიის საქმიანობა მოიცავს შემდეგ სფეროებს: ფილმები, მაუწყებლობა, გამოძახებითი აუდიოვიზუალური მომსახურება და სხვა.

ევროპის აუდიოვიზუალურ ობსერვატორიაში გაწევრიანება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს საქართველოში აუდიოვიზუალური სექტორის განვითარებაზე. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 9 10 11
12 13 14 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ