ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ინფორმაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1250-ე სხდომის შესახებ

2016 წლის 8-10 მარტს გაიმართა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1250-ე სხდომა ადამიანის უფლებათა საკითხებზე. სხდომის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენის აღსრულება საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ. ამ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ განაჩენი 2014 წელს გამოიტანა საქართველოს სასარგებლოდ. საქმე ეხება 2006 წლის სექტემბრის ბოლოდან 2007 წლის დასაწყისამდე რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დაკავებასა და დეპორტირებას.

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენის აღსრულების შესახებ საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია და ანალიზი იმისა, თუ როგორ გამორიცხავს მათ მიერ გატარებული ღონისძიებები მსგავსი ადმინისტრაციული პრაქტიკის, კერძოდ დეპორტაციის განმეორებას მომავალში. აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე ავალდებულებს რუსეთის მხარეს, წარმოადგინოს ინფორმაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს მათ მიერ მომავალში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 38-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას, რაც გულისხმობს სასამართლოსთან თანამშრომლობას, მათ შორის სრული და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას კონკრეტულ საქმესთან მიმართებით.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ