ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

2017 წლის 19 მაისს ქ. ნიქოზიაში გაიმართა ევროპის საბჭოს 127-ე მინისტერიალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროპაში არსებულ კონფლიქტებზე და მათ მოსაგვარებლად ევროპის საბჭოს როლზე. ამასთანავე, მონაწილეებმა იმსჯელეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, კულტურული ძეგლების განადგურებისა და მიგრაციის საკითხებზე.

განთავსების თარიღი: 22.05.2017
 

ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ტორბიორნ იაგლანდთან. 

განთავსების თარიღი: 22.05.2017
 

​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ქ. ნიქოზიაში მიმდინარე ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს, გაბრიელა ბატანი-დრაგონის სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციო სიგელი გადასცა. 

განთავსების თარიღი: 22.05.2017
 

​2017 წლის 18- 19 მაისს  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე კვიპროსს ეწვია, სადაც მონაწილეობს ქ. ნიქოზიაში დაგეგმილ ევროპის საბჭოს 127-ე მინისტერიალში. 

განთავსების თარიღი: 22.05.2017
 

2017 წლის 3 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1285-ე სხდომაზე, დღის წესრიგის საკითხის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მიღებულ იქნა უპრეცენდენტო გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 2014, 2015 და 2016 წლების  გადაწყვეტილებები, რომლებშიც გამოიხატა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ყურადღება გამახვილდა რუსეთის საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისგებლობაზე, როგორც ქვეყნისა, რომელიც ახორციელებს ფაქტობრივ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

განთავსების თარიღი: 03.05.2017
 

2017 წლის 19 აპრილს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1284-ე სხდომაზე განხილულ იქნა გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-15 კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“. ანგარიში მოიცავს პერიოდს 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით.

განთავსების თარიღი: 20.04.2017
 

2017 წლის 19 აპრილს, სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის შეხვედრა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან, ნილს მუჟნიეკსთან.

განთავსების თარიღი: 19.04.2017
 

2017 წლის 19 აპრილს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1284-ე სხდომაზე განიხილება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-15 კონსოლიდირებული ანგარიში - "კონფლიქტი საქართველოში". 

განთავსების თარიღი: 19.04.2017
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება. 2017 წლის 18 აპრილს დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოსთან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან. შეხვედრის ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქათველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე.

განთავსების თარიღი: 19.04.2017
 

​ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1281-ე სხდომაზე დღის წესრიგის საკითხის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ გააკეთა განცხადება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ და წარადგინა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეოთხე კვარტალური ანგარიში, რომელიც მოიცავს პერიოდს 2016 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით.

განთავსების თარიღი: 15.03.2017
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ