საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა მიიღო

2016 წლის 16 მარტს გაიმართა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1251-ე სხდომა, რომლის ფარგლებშიც კომიტეტმა მიიღო საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა. აღნიშნული დოკუმენტი მომზადდა ევროპის საბჭოსა და ქართულ მხარეს შორის თანამშრომლობით და მოიცავს ევროპის საბჭოს მიერ 2016-2019 წლებში საქართველოში განსახორციელებელ პროექტებს, რომელთა მიზანია საქართველოსთან თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებით.

2016-2019 წლების სამოქმედო გეგმა ეფუძნება 2013-2015 წლების სამოქმედო გეგმის შედეგებს, ასევე ევროპის საბჭოს მონიტორინგის მექანიზმების დასკვნებს საქართველოსთან მიმართებით და მოიცავს შემდეგ სფეროებს:

  • ადამიანის უფლებათა დაცვა და ხელშეწყობა, სოციალური უფლებების უზრუნველყოფა;
  • მართლმსაჯულების განხორციელება;
  • დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება;
  • სამართლის უზენაესობის სფეროში საფრთხეებთან ბრძოლა: კორუფცია, ფულის გათეთრება, კიბერდანაშაული, მანიპულირება სპორტულ შეჯიბრებებში;
  • ნდობის აღდგენის ღონისძიებები.
  • სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ პროექტებს ევროპის საბჭო განახორციელებს ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად. სამოქმედო გეგმის ზოგიერთი პროექტი ხორციელდება ევროკავშირთან ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.