საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა დაამტკიცა ECRI-ში საქართველოს წევრის და წევრის მოადგილის დანიშვნა და აირჩია CPT-ში საქართველოს წევრი

2017 წლის 13 სექტემბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა თავის 1293-ე სხდომაზე დაამტკიცა რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპულ კომისიაში (ECRI) საქართველოს წევრის ქ-ნი ელენე რუსეცკაიას და წევრის მოადგილის ქ-ნი ქეთევან ხუციშვილის დანიშვნა 2018 წლის 1 იანვრიდან 5 წლის ვადით.

ზემოაღნიშნულ სხდომაზე, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა აირჩია წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა თუ დასჯის თავიდან აცილების ევროპულ კომიტეტში (CPT) საქართველოს წევრი ქ-ნი თინათინ უფლისაშვილი 2017 წლის 19 დეკემბრიდან 5 წლის ვადით.