საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოადგილებს მიაწოდა ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლოდროინდელი განაჩენის შესახებ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან და მის შედეგებთან დაკავშირებით

2021 წლის 3 თებერვალს, საქართველოს თხოვნით, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეებმა, დღის წესრიგის 2.1: ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში პუნქტის ქვეშ გაცვალეს აზრები.

შეხვედრაზე ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა წევრ სახელმწიფოებს მიაწოდა ინფორმაცია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და მისი შედეგების შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლოდროინდელი განაჩენის ძირითად მიგნებებზე.